Tuesday, December 15, 2015

  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მაია ცერცვაძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
წესის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება   ხიზნად ქალაქში

თემის შინაარსი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იცვლება,იზრდება ან მცირდება. ეს ცვლილებები დგინდება ბუნებრივი ნამატის საშუალებით.თუ დაბადებულთა რაოდენობა აღემატება გარდაცვლილთა რაოდენობას, ნამატი დადებითია,წინააღმდეგ შემთხვევაში- უარყოფითი.    მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული  ქვეყანაში, მოსწავლეები ეცნობიან ადამიანთა მექანიკური მოძრაობის გავრცელებულ ფორმას-მიგრაციას, მის მიზეზებს და მიმართულებებს.   
საგანი
მოსწავლეს შეუძლია შეადაროს სხვადასხვა საზოგადოება მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებისა და წასების მიხედვით(საზ.მეც.V-VI.16.)   
დონე/კლასი  
სოფიო კერესელიძე,ქეთი მაისაშვილი,მარიამ მელაშვილი,ლაშა მელაშვილი
განხორციელების დროის ჩარჩო
(ორი კვირა)
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლე ჩამოთვლის საზოგადოების წევრების საერთო ნიშან-თვისებებს,ამყარებს კავშირს იმსაზოგადოებას შორის ,რომელთა წევრადაც მიიჩნევს თავს,მსჯელობს ადამიანების მრავალფეროვნების,მათი პრობლემების შესახებ
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
 მოსწავლეები გაერკვევიან იმ მიზეზებში, რაც ხელს უწყობს სოფელ წესიდან მოსახლეობის მიგრაციას  და გაუჩნდებათ ემპათიის გრძნობა  მოსახლეობის იმ ნაწილის  მიმართ, ვინც დღემდე რჩება სოფლად
მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული მასალის პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე
მოსწავლეები გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას თანატოლებს,გადმოცემენ თავიანთ აზრს პროექტზე მუშაობის პროცესის შესახებ
მოსწავლეეებს გაუჩნდებათ სწორი დამოკიდებულება ღირებულებების მიმართ
პროექტზე მუშაობა აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ისინი კიდევ ბევრ პროექტს გაახორციელებენ   
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
სად გსურთ იცხოვროთ?
თემატური კითხვები
  რა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის ცხოვრების დონის მიხედვით?რა არის მიგრაცია? რა  მიზეზებმა შეიძლება განაპირობოს მიგრაცია?რამდენგვარია მიგრაცია მიმართულებების მიხედვით?
შინაარსობრივი კითხვები
რა შედეგი მოჰყვება შიდა მიგრაციას? როდის გახდა მიგრაცია საქართველოსთვის მიგრაცია განსაკუთრებით აქტუალური?  რა არის ჩვენი სოფლის მოსახლეობის მიგრაციის მიზეზები?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




                                                                                                                      კითხვა-პასუხი,T დიაგრამა,
ბროშურა
ინფორმაციის ძიების
შეფასება(ინფორმაციის წყაროების არჩევა)
პრეზენტაცია
მოძიებული ინფორმაციის კვლევის მიზანთან შესაბამისობა
სცენა მოთხრობიდან
,,ქამუშაძის
გასაჭირი“,
ნაწყვეტი ფილმიდან
,,საბუდარელი
ჭაბუკი“
პრეზენტაცია,
მოპოვებული ინფომაციის წარმოდგენა
მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება,
შინაარსის კონკრეტულობა,
ენობრივი
გამართულობა,
თვალსაჩინოება,
შემოქმედებითობა,
საგნებთან
კავშირი,
პრეზენტაცია











შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის მიზნები(კარგად გამოკვეთილი,მარტივად აღსაქმელი);
ორგანიზება(კარგად ორგანიზებული ფორმატი,ლოგიკური გადასვლაერთი იდეიდან მეორეზე);
 შინაარსის კონკრეტულობა(კორექტული,ზუსტი და მკაფიო );
კვლევა(გამოყენებულია არა ერთი წყარო,ანალიზი ღრმაა);
თვალსაჩინოება(მრავალფეროვანი,შინაარსის შესატყვისი,აკურატული);
შემოქმედებითობა(სიახლე და საინტერესო ხედვა);
 საგნებან კავშირი(ქართული ლიტერატურა,ხელოვნება)
პრეზენტაცია(მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროექტის არსი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას)
.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
საზოგადოების პრობლემების შესაბამისი ცოდნა,მოსახლეობის არათანაბარი განაწილება სოფელსა და ქალაქს შორის,  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
სასწავლო პროცედურები
 მოსწავლეეები მუშაობენ ბროშურის გამოცემაზე, ინტარნეტში მოიპოვეს შესაფერისი სურათები,საინტერესო ფრაზები,რომლებიც საინტერესოდ და გასაგებად წარმოადგენს პროექტს.
მოსწავლეები ასრულებენ საშინაო დავალებას, სამეზობოში მოიპოვეს ინფორმაცია სოფლიდან მიგრირებული მოსახლეობის შესახებ,
   სოფელ წესის ბიბლიოთეკიდან გამოვიტანეთ დავით კლდიაშვილის მოთხრობები,გავანაწილეთ როლები მოთხრობიდან ,,ქამუშაძის გაჭირვება“(ეკვირინე-სოფიო კერესელიძე ,სონია-ქეთი მაისაშვილი,ოტია-ლაშა მელაშვილი,ავტორი- მარიამ მალაშვილი)
მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტოები( დაკეტილი ჭიშკრები,სარეველა ბალახებით დაფარული ეზოები და ჩიხები,ჩამონგრეული შენობები და სახლის სახურავები.)
დაიგეგმა ინტერვიუები თემის წევრებთან(ქეთი მაისაშვილი) ;მათ ისაუბრეს მათ მეზობლად დაკეტილი სახლების მფლობელებზე,მათი ცხოვრების და სამუშაო პირობების შესახებ ქალაქში. მან გაიხსენა ბავშვობის დროინდელი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა და სოფლის ცხოვრების რიტმი.
აბიტურიენტებთან(ლაშა კერესელიძე,ანა მაისაშვილი,ნანა მელაშვილი). აბიტურიენტებმა   ისაუბრეს თავიანთ მიზნებზე, უნივერსიტეტის დამთავრებასა და  კარიერაზე.მათი მომავლი მეტნაკლებად უკავშირდება მშობლიურ სოფელს,  პროფესიებსაც შესაბამისს გეგმავენ.
თვითმმართველი თემის სკოლამდელი საამღზრდელო დაწესებულების დირექტორთან -ეკატერინე კიბაბიძესთან(ქეთი მაისაშვილი);მან გაიხსენა ოცი-ათი წლის წინანდელი  სკოლამდელი საბავშვო დაწესებულების აღსაზრდელთა კონტიგენტი და გაგვაცნო დაწესებულების დღევანდელი კონტიგენტი.
წესის საჯარო სკოლის დირექტორთან-ქალბატონ რუსუდან რეხვიაშვილთან.(მარიამ მელაშვილი); ქალბატონმა  რუსუდანმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება ბოლო დროს სკოლის შემცირებული მოსწავლეთა რაოდენობის გამო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთან ბატონ შალვა კერესელიძესთან.(ლაშა მელაშვილი). მან ისაუბრა სოფლის მოსახლეობის კლების შესახებ ბოლო წლების განმავლობაში. ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომელიც სოფლის მოსახლეობის წინაშე დგას და ხელს უწყობს მოსახლეობის მიგრაციას. ინტერვიუს ბოლოს გამოთქვა იმედი, რომ დროულად ამოქმედებული მთის კანონი გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას და ახალი ნაკადი აღარ წავა სოფლიდან.
თითოელი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ვისმენთ პრეზენტაციებს, ვაფასებთ მათ.
მოვიძიეთ ქართული მხატვრული ფილმი ,,საბუდარელი ჭაბუკი“
მოსწავლეები აკეთებენ ნახატებს თემაზე ,,მიგრაცია“.მათ ნახატებში გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მიგრაციის მიმართ და გააკეთეს წარწერა ,,ჩვენ გვიყვარს ჩვენი სოფელი, ჩვენ ვრჩებით შინ“
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მოპოვებული ინფორმაციები.მოსწავლეებმა აჩვენეს ინტერვიუები რესპოდენტებთან,ასევე მათ მიერ გადაღებული ფოტო-მასალა,გააკეთეს დასკვნები,გამოხატეს დამოკიდებულებები პრობლემის მიმართ,გამოთქვეს იმედი რომ მათ თაობას მოუწევს  საშუალება იზრუნოს ამ პრობლემაში მომავალში და არასოდეს გადადგამენ ნაბიჯს დაფიქრების გარეშე,ადვილად არ დატოვებენ მშობლიურ კუთხეს.
მოსწავლეთა შეფასება წარიმართა წინასწარ მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის მიხედვით.
პრეზენტაციას მოიწვიეს პროექტის რესპოდენტები,მე-5 მე-9 კლასის მოსწავლეები,მოსწავლეთა მშობლები, თემის წევრები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტზე მუშაობის პროცესზე, გაუზიარეს მიღებული გამოცდილება  თანატოლებს,აჩვენეს ფოტოები ,რომელზეც ნაჩვენები იყო მათი მუსაობის პროცესი.
მოწვეულმა სტუმრებმა შეაფასეს პროექტი და გამოხატეს თავიანთი აზრი მისი აქტუალობის და პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს შესახებ.       











დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment